27 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
ხმაური საკრებულოს სხდომაზე - ერთმანეთს მმართველი პარტიის დეპუტატი კოტე ზარნაძე და ენმ-ს წევრი ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდნენ

საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც დღეს თბილისის მერი კახა კალაძე წლიური ანგარიშით წარსდგა, ხმაური და დაპირისპირება იყო.

"ქართული ოცნების" დეპუტატს, კოტე ზარნაძეს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდა.

დაპირისპირება ზარნაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელს გიორგი იანტბელიძეს ოპოზიციის ნაწილისგან შეფასება "ზონდერი" არ ეკუთვნის.

ასვე დაპირისპირება მოჰყვა ირაკლი ნადირაძის მცდელობას, კახა კალაძისთვის სიმბოლურად ხერბორკილები გადაეცა, რომელიც მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილმა გამოატანა.

დღის ამბები