27 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
"ახლა ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ, 2008 წლის ომი გრძელდება, არც ერთი დღე არ შეწყვეტილა ეს ომი" - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" გიული ალასანია მივიდა. მისი თქმით, ახალ წლამდე კიდევ უნდა ჩაინიშნოს პროცესები, რადგან მნიშვნელოვანია წელს ამერიკელი ექპერტების დაკითხვა დასრულდეს.

ჩაერთვება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესზე ონლაინ, ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება ამერიკელ ექსპერტს, ერიკ გოლსმიტს და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, გიული ალასანია ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას ემსახურება.

რაც შეეხება ამერიკელ ექსპერტს, ერიკ გოლდსმიტს და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, გიული ალასანია ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას ემსახურება.

"იცით რა? არ მჯერა, არ მჯერა, ასეთი ფაქტი რომ მომხდარიყო მაშინვე ჩამოერთმეოდა ლიცენზია, ამერიკაში ასეთი კანონებია ჩვენგან განსხვავებით. მმართველი პარტია და კიდევ უფრო მაღლა მიდის ეს ჩემი შვილის ისტორია. რა ვქნათ, ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ, ომი გვაქვს ჩვენ, 2008 წლის ომი გრძელდება, არცერთი დღე არ შეწყვეტილა. პროცესზე საერთოდ არ გვილაპარაკია, არ ვიცი, მე ასე მივხვდი რომ არ აპირებს, იმიტომ რომ მაინც არ ჩართავენ და ხომ ვიცით როგორ მთავრდება ხოლმე ეს ცდები.

ჩემი აზრია, მას შემდეგ რაც გამოიკითხა ის ფსიქიატრი, გოლდსმიტი და ახლა გამოიკითხება ეს ტოქსიკოლოგი, მე რომ მკითხო ამით ყველაფერი უნდა დამთავრდეს," - ამბობს გიული ალასანია.

დღის ამბები