27 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
სასაცილოც კი არ არის სპეკულაცია, რომლის მიხედვითაც თითქოს სლოგანი "მშვიდობის ქალაქი" ნიშნის მოგებით იყო შერჩეული - კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში წლიური ანგარიშის წარდგენისას, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე, ამ კონტექსტში კი ყველასთვის მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არის ახალი წლისთვის თბილისის სლოგანი "მშვიდობის ქალაქი".

კახა კალაძემ სწორედ ამ სლოგანის გამო ოპონენტების კრიტიკს სპეკულაცია უწოდა. 

"ნებისმიერი საქმე და მიღწევა უფერულდება მაშინ, როდესაც არ არის მშვიდობა. განვითარება და სამომავლო პერსპექტივები მხოლოდ მშვიდობიან გარემოშია მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში აქვს აზრი შრომას, სწავლას და მიზნების მიღწევას. ამიტომ ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, როდესაც საახალწლო სლოგანს წელს "მშვიდობის ქალაქი" არაერთი სპეკულაცია მოჰყვა. 

სასაცილოც კი არ არის სპეკულაცია, რომლის მიხედვითაც თითქოს სლოგანი "მშვიდობის ქალაქი" ნიშნის მოგებით იყო შერჩეული. ამ თემაზე სერიოზულად საუბარი წარმოუდგენელია და არ ვიკადრებ და არც თქვენ არ გაკადრებთ. 

მშვიდობას რა ფასი აქვს, ეს უკრაინელმა ხალხმა იცის, ამიტომ ახალ წელს მშვიდობას და გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს მებრძოლ მეზობლებს. მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქალაქს. უკრაინელებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები ვართ ის ადამიანები, ვინც ძალიან კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა მშვიდობა ასე ძალიან ოპონენტებს გულზე. პრინციპში თუ მათ ვიწრო პარტიულ ინტერესებს გავითვალისწინებთ, ყველაფერი ნათელი ხდება,"- განაცხადა კალაძე კალაძემ. 

დღის ამბები