რუსეთი დასავლეთის მიერ დადგენილ ფასებში ნავთობის მიწოდებას კრძალავს. შესაბამის განკარგულებას ხელი ვლადიმერ პუტინმა უკვე მიაწერა.
დოკუმენტის მიხედვით 1-ელი თებერვლიდან 1-ელ ივლისამდე აკრძალულია ნავთობის ექსპორტი რუსეთიდან უცხოური კომპანიებისა და მოქალაქეებისთვის, თუ კონტრაქტი ფიქსირებულ მაქსიმალურ ფასს ითვალისწინებს.
განკარგულება ეხება ნავთობპროდუქტებსაც, თუმცა, მთავრობამ აკრძალვის თარიღი ცალკე უნდა გამოაცხადოს.
პუტინის ეს შეზღუდვა დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსულ ნავთობზე გამოცხადებული ემბარგოს საპასუხო ქმედებაა.
გარდა ამისა დიდი შვიდეულის ქვეყნებმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ რუსული ნავთობის მაქსიმალური ფასი ბარელზე 60-ი დოლარით განსაზღვრეს.