27 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
მომავალ წელს უნდა შვინარჩუნოთ ეროვნული მიზნების საერთო გაგება, ამაში რა თქმა უნდა მოიაზრება უკრინული მიწების გათავისუფლება - ზელენსკი

პოლიტიკური მნიშვნელობით, ეს კვირა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იქნება - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული მიმართვის დროს გააკეთა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მიმდინარე კვირას ქვეყანამ საერთო გეგმა და მიზანი უნდა შეინარჩუნოს.

ამასთან უკრაინის პირველმა პირმა თქვა, რომ უახლოეს პერიოდში ის უმაღლეს რადაში ყოველწლიური მიმართვით წარსგდება.

"გადამწყვეტი წელი უნდა იყოს, გვესმის ის რისკები, რომელიც ზამთარში გველის, ვაცნობიერებთ, რა გავაკეთოთ გაზაფხულზე, ანუ გვესმის, რა შედეგები უნდა აჩვენოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მთელმა სექტორმა. მომავალ წელს უნდა შვინარჩუნოთ ეროვნული მიზნების საერთო გაგება. ამაში რათქმა უნდა მოიაზრება უკრინული მიწების გათავისუფლება, ქვეყნის აღდგენა, ჩვენი ხალხის სახლში დაბრუნება, მთავარ პარტნიორებთან კიდევ უფრო დაახლოება და ახალი შესაძლებლობების გახსნა. ეს არის უახლოესი მომავლის ამოცანები არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

დღის ამბები