თბილისში მიმდინარე წლევანდელი ამბასადორიალი დღეს სრულდება. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე საუბარი საგარეო პოლიტიკურ მიღწევებთან ერთად, მომავალი წლის სამოქმედო გეგმებზეც არის.
აქცენტი კეთდება ქართული დიპლომატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ამოცანებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. კონფერენციის ფარგლებში ელჩებს საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილეები შეხვდნენ.