27 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლეს რადაში ყოველწლიური მიმართვით წარდგება

უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ ეს კვირა უკრაინისთვის პოლიტიკურად მნიშვნლოვანი იქნება. 

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს უკრაინაში.

"ეს კვირა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური თვალსაზრისით. შემდეგ წელში გადავდივართ და უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული მიზნების საერთო გაგება. რა თქმა უნდა, ეს არის მტრისგან ჩვენი მიწის გათავისუფლება, უკრაინის აღდგენა, ჩვენი ხალხის სახლში დაბრუნება, საკვანძო პარტნიორებთან ჩვენი სახელმწიფოს კიდევ უფრო დაახლოება, მსოფლიოში უკრაინისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნა. ეს არის უახლოესი მომავლის ამოცანები არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის. უახლოეს დროში ამ ამოცანების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩემ ხედვას წარმოვადგენ უმაღლეს რადაში, ჩემ ყოველწლიურ მიმართვაში, უკრაინის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ. მსურს, ეს მიმართვა იყოს არა ანგარიში, არამედ ჩვენი საუბარი მომავალი წლის შესახებ. მადლობა ყველას, ვინც უკრაინისთვის მუშაობს! მადლობა ყველას, ვინც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის! მადლობას ვუხდი ჩვენი თავდაცვის ძალების ყველა დანაყოფს, რომლებიც მტრის დამარცხებას აახლოებენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები