27 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
აშშ-ი უამინდობამ, სულ მცირე 62 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში უამინდობამ, სულ მცირე 62 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

როგორც მედია იუწყება, უამინდობამ ათობით ათასი ადამიანიო დატოვა ელექტროენერგიის გარეშე.

ამასთან, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში ქარბუქის შედეგად, 28 ადამიანია გარდაცვლილი. შტატის ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამხედრო პოლიცია. ადგილობრივი მთავრობა მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს, რადგან ქალაქში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ტარდება.

ბუფალოში დაფიქსირდა მაროდიორობის შემთხვევები. პოლიციის კომისრის ცნობით, დაკავებულია ოთხი პირი.

აშშ-ში შტორმის გამო გაუქმდა ათასობით ავიარეისი. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აეროპორტებში ათასობით მგზავრია ჩარჩენილი.

დღის ამბები