სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, პუტინს განუცხადა, რომ რომ რუსი სამშვიდობო კონტიგენტი ლაჩინის დერეფანს ვერ აკონტროლებს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
ამასთან, მედია იუწყება იმასაც, რომ 20 დღეა, რაც ლაჩინის დერეფანი ჩაკეტილია და მთიან ყარაბაღში ეს არის რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონა.
"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის სამმხრივი განცხადების მიხედვით (2020 წლის ნოემბერი) ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. აზერბაიჯანის რესპუბლიკამ კი, ლაჩინის დერეფანში მგზავრებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილების გარანტია გასცა. ახლა ირკვევა, რომ ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ არ არის",-განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე.