საცხოვრებელი ფართები ახალი წლის დადგომამდე კიდევ 150 ოჯახს დაუკანონდა. სამგორი, ვაკე-საბურთალო, დიდუბე-ჩუღურეთი, აქედან ყველაზე მეტი, 60 ბინა სამგორში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მიიღეს.
მუნიციპალურ ბალანსზე არსებულ შენობებში ოჯახები ათეული წლების განმავლობაში უკანონოდ ცხოვრობდნენ, მერიის გადაწყვეტილებით კი მათ ბინები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.
ერთ-ერთი მოქალაქე საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის დადგომამდე 51 წლის განმავლობაში ელოდა. ამ დროისთვის ბინები საკუთრებაში უკვე 2700 ოჯახს გადაეცა.
მერიაში დაკანონების მსურველთა 150 განაცხადია შესული, რომლის განხილვა გრძელდება, და ფართების გადაცემა პროგრამის ფარგლებში ეტაპობრივად მოხდება.