ჩინეთში "კოვიდ 19" ისევ დაბრუნდა, ოფიციალური პეკინი ციფრებს მალავს და მხოლოდ 9 გარდაცვლილზე საუბრობს, თუმცა სოციალურ ქსელებში ჩინურ ქალაქებში გადაღებული კადრები ვრცელდება, რომლებზეც პარკებში გახვეული ასობით ცხედარი ჩანს. საავადმყოფოები პაციენტების მომსახურებას ვერ ასწრებენ, ამერიკული მედიის ინფორმაციით, უმძიმესი სიტუაციაა კრემატორიუმებშიც, რომლებიც კოვიდით გარდაცვლილთა ცხედრები დაწვას ვერ ასწრებენ.
ბრიტანული კომპანია "აირფინიტი" კი რომელიც სამედიცინო მონაცემებს ითვლის, ამტკიცებს რომ ჩინეთში ყოველდღიურად ინფიცირების მილიონი შემთხვევა და 5 ათასი გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ვაშინგტონი, ჩინეთს მოუწოდებენ კოვიდით დაავადებულთა რეალური ციფრები გაამჟღავნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მსოფლიოში საშიში ვირუსის ახალი ტალღა გავრცელდეს.
მედიის ინფორმაციით განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჩინეთის პროვინციებში სადაც პაციენტები სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღებას ვერ ახერხებენ.ექსპერტები ჩინეთში კოვიდის ახალი ტალღის გავრცელებას პეკინის მიერ რამდენიმე კვირის წინ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების სრულად მოხსნას უკავშირებენ.