27 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
ვინ როგორ ხედავს ქვეყნის მომავალს და როგორია პრემიერ-მინისტრის ვრცელ მოხსენებაზე პოლიტიკური შეფასებები

აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლება, დიპლომატიური კორპუსი პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს დღეს საკმაოდ ბევრი მსმენელი ჰყავდა. პირველი შეფასებებიც, ღონისძიების დასრულებისთანავე, ადგილზევე გაკეთდა. ვიცე-პრემიერებმა მთავრობის ხელმძღვანელის გამოსვლიდან ყურადღება რამდენიმე გზავნილზე გაამახვილეს, რაც ევროინტეგრაციასა და ეკონომიკურ წინსვლას ეხებოდა.

მთავრობის 2022 წელი მედიასთან შეაჯამეს მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმაც. ისაუბრეს კონკრეტული უწყებების უკვე მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

მთავრობის მიღწევებს თითქმის არცერთი მიმართულებით არ აღიარებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტებისთვის, პრემიერის ანგარიში რეალურ გამოწვევებს არ ასახავდა. აკრიტიკებენ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასაც, თუმცა ოპოზიციის ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებას, კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით, სრულად ეთანხმება.

სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, რეალობას აცდენილი ოპოზიციაა, რაც მათივე განმარტებით, ნათლად აჩვენა პრემიერის ანგარიშმა. ქართულ ოცნებაში აქცენტს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე აკეთებენ, რაც მათი თქმით, მთავრობის პოლიტიკამ განაპირობა.

მთავრობა 2022 წელს ორნიშნა ეკონომიკით, შემცირებული საგარეო ვალით და გაზრდილი ბიუჯეტით ასრულებს. აღმასრულებელს ხელისუფლებას მომავალ წელსაც პოზიტიური მოლოდინები აქვს.

დღის ამბები