27 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული და იტალიური მარკების პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული და იტალიური მარკების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.

"საქართველოს ფოსტის" მიერ დაბეჭდილ მარკაზე, ასევე, იტალიის საწარმოებისა და იტალიური პროდუქციის სამინისტროს მიერ მომზადებულ მარკაზე გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი.

ქართული მარკა მიმოქცევაშია 2022 წლის დეკემბრიდან და ხელმისაწვდომია "საქართველოს ფოსტის" 81 სერვისცენტრში.

დღის ამბები