27 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
ლავროვი მიიჩნევს, რომ აშშ პუტინის ლიკვიდაციით იმუქრება

ლავროვი მიიჩნევს, რომ აშშ პუტინის ლიკვიდაციით იმუქრება. ამის საფუძველს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პენტაგონის ოფიციალური პირების განცხადებები აძლევს, სადაც ისინი კრემლზე შეტევაზე საუბრობენ.

"თუკი მსგავსი იდეები ვინმეს აწუხებს, ის კარგად უნდა დაფიქრდეს შედეგებზეც" - რუსულ მედია "ტასთან" ინტერვიუში ლავროვმა დასავლეთის მუქარის გარდა, კიევს ულტიმატუმი წაუყენა.

ლავროვმა თქვა, რომ კიევის რეჟიმის კონტროლირებადი ტერიტორიის დემილიტარიზაცია და დენაციონალიზაცია უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული ჯარი პასუხისმგებლობას საკუთარ ხელში აიღებს.

"რამდენი ხანი გაგრძელდება კონფლიქტი ამასთან დაკავშირებით, ბურთი კიევის რეჟიმისა და შეერთებული შტატების მოედანზეა," - განაცხადა ლავროვმა.

დღის ამბები