საბურთალოზე აქცია გაიმართა - ცინცაძის 58 ნომერში მცხოვრებლებმა მათი კორპუსის წინ დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს.
ადგილობრივების თქმით, თუ "შპს აიკონია" კაპიტალი სამუშაოებს დაიწყებს, მათ საფრთხე შეექმნებათ. აქციის მონაწილეებმა ნებართვის გაუქმება მოითხოვეს და სამართლებრივი დავის დაწყებაც დააანონსეს.
ადგილზე მისულები იყვნენ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებიც, თუმცა მათ საპასუხო განცხადების გაკეთება მედიასთან არ ისურვეს.