27 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
ამ ხელისუფლების პირობებში საეჭვოა მოხდება თუ არა 12 პუნქტის შესრულება- პაატა მანჯგალაძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, განსხვავებით მოლდოვასა და უკრაინისა საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანას მისცა 12-პუნქტიანი გეგმა შესასრულებლად. 

მისივე თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში საეჭვოა მოხდება თუ არა აღნიშული პუნქტების შესრულება.  

"უხერხულია "ქართული ოცნების" მხრიდან კანდიდატის სტატუსზე საუბარი, როდესაც ყველამ ვიცით, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ აქვს "ქართული ოცნების" "დამსახურებით". უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, საქართველოს არ აქვს სტატუსი და არის პერსპექტივის მოლოდინში.

იცით, რომ ამისთვის მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა შესასრულებლად, რომელიც წელს "ქართულმა ოცნება" ჩააგდო, ვნახოთ რა იქნება მომავალ წელს, მაგრამ არ მაქვს მოლოდინი ამ ხელისუფლების პირობებში, რომ ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს,"-აცადებს მანჯგალაძე. 

 

დღის ამბები