27 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
რეფორმების თვალსაზრისით უკრაინა და მოლდოვა ვერ შეგვედრება, ამიტომ შეიძლებოდა კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე ჩვენთვისაც მოეცათ- ალეკო ელისაშვილი 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირს შეეძლო საქართველოსთვის ყოველგვარი დათქმების გარეშე მიენიჭებინა კანდიდატის სტატუსი. 

ამასთან, ალეკო ელისაშვილი შეეხო რეფორმების ნაწილსაც და განმარტა, რომ მოლდოვა და უკრაინა საქართველოს რეფორმებით ვერ შეედრება. 

"მიმაჩნია, რომ ცოტა დაგვჩაგრეს. ნამდვილად შეიძლებოდა ჩვენთვისაც მოეცათ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ისეთ რეგიონში და ისეთ ლომის ხახაში გვაქვს თავი შეყოფილი, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ახალისებს რუსეთს. რეფორმების თვალსაზრისით ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა ვერ შეგვედრება, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით,"-აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

დღის ამბები