27 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება - ირაკლი ღარიბაშვილი 

რაც შეეხება წყალმომარაგებას, გეტყვით რომ ჩვენი დაპირება იყო და არის, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ახლა მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარამდე ღირებულების წყალმომარაგების პროექტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამჟამად  მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარამდე ღირებულების წყალმომარაგების პროექტები.

რაც შეეხება წყალმომარაგებას, გეტყვით რომ ჩვენი დაპირება იყო და არის, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ახლა მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარამდე ღირებულების წყალმომარაგების პროექტები, 200-ზე მეტ მდებარეობაში, წელს მიმდინარეობდა ეს პროექტები. წელს მაგალითად დასრულდა 38 ადგილას წყალმომარაგების პროექტები, შედეგად 140 000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 2025 წელს დავასრულებთ ყველა ქალაქის წყალმომარაგების პროექტს და 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება ჩვენს მოსახლეობას”, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები