ჩინეთში COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო საავადმყოფოები გადატვირთულია. ადგილობრივი ექიმების ინფორმაციით, პაციენტების უმრავლესობა ხანდაზმულია და მათ მძიმე სიმპტომები, მათ შორის პნევმონია აღენიშნებათ.
ჩინეთის დაავადებათა ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნაში კოვიდით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ყოველდღიური შემთხვევების შესახებ სტატისტიკა კი ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მხოლოდ კვირაში ერთხელ გასაჯაროვდება.