27 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
ოკუპანტები იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა ცოტაოდენი წინსვლა მაინც ჰქონდეთ - ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტზე

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, განსაკუთრებით მწვავე ვითარება დონბასის რეგიონშია.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ მებრძოლებს, რომლებიც ოკუპანტების განდევნას წარმატებით ახერხებენ.

"ბახმუტში, კრემინასა და დონბასის სხვა რაიონებში ახლა მაქსიმალური ძალისხმევა და კონცენტრაციაა საჭირო. ადგილზე უკიდურესად მძიმე სიტუაციაა. ოკუპანტები იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა ცოტაოდენი წინსვლა მაინც ჰქონდეთ.

მადლობას ვუხდი ჩვენს ბიჭებს, რომლებიც მტკიცედ იკავებენ პოზიციებს და ყველაფრის მიუხედავად, დანაკარგების თავიდან აცილებას და ადგილიდან ოკუპანტების განდევნას ახერხებენ," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები