საახალწლო ღონისძიება გაიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. მოეწყო საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
განსაკუთრებული აქცენტი აქაც ბავშვებზე გაკეთდა - მათ ანიმატორების დახმარებით მრავალფეროვან წარმოდგენებსა და გასართობ პროგრამებში მონაწილეობა შეეძლოთ.
დღის ბოლოს კი სცენაზე თემურ თათარაშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი, თემურ ყვითელაშვილი და ჯგუფი "ბანი" ავიდა.