„უკრაინა მოუწოდებს გაერო-ს წევრებს, განაახლონ გაერო-ს წესდების გამოყენება გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, ჩამოართვან რუსეთს ეს სტატუსი და გარიცხონ ის გაერო-დან“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
როგორც დმიტრო კულება აღნიშნავს, გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის მუდმივი წევრის სტატუსი არალეგიტიმურია.
მისი თქმით, რუსეთს არასდროს გაუვლია გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრობისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურა და მისი ქმედებები ეწინააღმდეგება „მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს კონცეფციას“.
"გაერო-ში რუსეთის უკანონო ყოფნის სამი ათწლეული აღინიშნა ომებით და სხვა ქვეყნების ტერიტორიების მიტაცებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი შეცვლით და მისი დამპყრობლური და ნეოიმპერიალური ამბიციების დაკმაყოფილების მცდელობით“,- აცხადებს კულება.