27 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, მათი აბონენტების ნაწილს 27 დეკემბერს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

"ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 დეკემბერს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში გამსახურდიას, აღაშენებლის, არსუკიძის, მამულაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში, ჩალიპირებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები