ნაციონალური ბალეტის ბოლო 7 წლის ისტორია, რომელიც ფოტოგრაფმა ბექა ჯავახიშვილმა 35 ფოტოში ჩაატია. 2015 წლიდან, ფოტოხელოვანი სუხიშვილებს ყველგან დაყვება და ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს იღებს.
ასობით ფოტოდან მხოლოდ ისეთები შეარჩია, რომლებეც ანსამბლის უცნობი ისტორიებია აღბეჭდილი. ახლა ფოტოები თბილისის საკონცერტო დარბაზშია გამოფენილი და მათი ნახვა დამთვალიერებელს კონცერტზე შესვლის წინ შეუძლია.
დღეიდან, ძირითადად ჩუმად გადაღებული ფოტოების გარდა, ფილარმონიაში მისულ მაყურენელს სუხიშვილების ძველი და ახალი საკონცერტო პროგრამის ნახვაც შეუძლიათ. ჩოხებისა და საცეკვაო კაბების გაუხდელად გასტროლიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული სუხიშვილები, ქართველ მაყურებელს 29 დეკემბრის ჩათვლით დაუვიწყარ კონცერტებს ჰპირდებიან.