27 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის პირველი ეკონომიკური შედეგი - საქართველოში, 100 მეგავატი სიმძლავრის მზის ენერგოსადგურის მშენებლობა იგეგმება

2022 წლის მთავრობის ბოლო სხდომაზე ქვეყნის ენერგოგანვითარების მიმართულებები განიხილეს. ეკონომიკის მინისტრმა მედიასთან განმარტა, რომ ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელება მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ენერგეტიკის სფეროში უკვე გაფორმებულია 63 ხელშეკრულება, რაც ქვეყანას მომავალში მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას მოუტანს. ლევან დავითაშვილმა ისაუბრა კონკრეტულ პროექტებზე, მათ შორის კომპანია "ვინდ ფარმსთან" გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე. მინისტრი ამბობს რომ კომპანია ვალდებული იქნება ერთი წლის ვადაში საკუთარი ხარჯებით ჩაატაროს "ქსნის ქარის" ელექტროსადგურის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში, საქართველომ პირველად გაიტანა ექსპორტზე 990 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია. მსგავსი პროექტები ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს გახდეს ენერგოექსპორტიორი და პარალელურად სატრანზიტო ჰაბი. ბიზნეს ასოციაციის დირექტორის განმარტებით კი საქართველოს შეუძლია, გამოწვევა შესაძლებლობად აქციოს.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ  საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების ბოლომდე ათვისება. ექსპერტები ამბობენ რომ მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, საჭიროა ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში დაგეგმილია 26 ჰიდროელექტროსადგურის, 7 ქარის ელექტროსადგურისა და 30 მზის სადგურის მშენებლობა, რომელთა ჯამური სიმძლავრე 454 მეგავატი იქნება.

დღის ამბები