27 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
"ახალი წლის დღეები საქართველოში" - რეგიონებში წინასაახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს

"ახალი წლის დღეები საქართველოში" გრძელდება, სადღესასწაულო სამზადისი კიდევ ოთხ ქალაქში დასრულდა. დმანისი, ახალქალაქი, ხონი და წალენჯიხა - ოთხივე მუნიციპალიტეტში უკვე დამონტაჟებულია მთავარი სცენა და მოწყობილია საშობაო ბაზრობა.

განსაკუთრებული ყურადღება ორგანიზატორება საბავშვო სივრცეების მოწყობას დაუთმეს, სადაც პატარებს ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა ელოდებათ. 13 იანვრის ჩათვლით, ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები და კონცერტებიც გაიმართება, თითოეული დღე კი ფოიერვერკით დასრულდება.

ახალი წლის აღნიშვნა მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ხვალ, საახალწლო ღონისძიებებს სიღნაღი, კასპი და საჩხერე უმასპინძლებს. ”ახალი წლის დღეები საქართველოში” პრემიერ - მინისტრის ინიციატივით ტარდება, რომელმაც უკვე ტრადიციული სახე მიიღო და წელსაც, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება. საქართველოს 63 ქალაქში ახალი წლის აღნიშვნა 24 დეკემბერს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. წელს, ღონისძიებები დაბა ბაკურიანშიც გაიმართება.

 

 

დღის ამბები