წინასაახალწლო განწყობაა ახალქალაქში - თამარ მეფის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკში სხვადასხვა ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს.
აქაც მოწყობილია საშობაო ბაზრობა - სტუმრებს ადგილობრივი ნაწარმის, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დახვდათ. მოწყობილია სპეციალური სივრცეებია ბავშვებისთვის, საკარნავალო მსვლელობაც.
დღის ბოლოს, ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართება.