წალენჯიხაში წინასაახალწლო ზეიმია - მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები და ინსტალაციები. წალენჯიხაში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იმართება. საკონცერტო სცენა ადგილობრივ ანსამბლებს ეთმობა, მოგვიანებით "ქუჩის ბიჭები" იმღერებენ.