27 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
სამხარაულში, ნებისმიერ ბიოლოგიურ ობიექტზე შეიძლება მძიმე მეტალების კვლევის ჩატარება - ექსპერტიზის ბიურო სააკაშვილის ოჯახის და ადვოკატის განცხადებას პასუხობს

სამხარაულში, ნებისმიერ ბიოლოგიურ ობიექტზე შეიძლება მძიმე მეტალების კვლევის ჩატარება - საგამოძიებო სამსახური და ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის და ოჯახის განცხადებას პასუხობს.

"ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა ჩაატაროს კვლევა ნებისმიერ არაორგანული და ორგანული ბუნების მატრიცაზე. ასევე გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ბიუროს არ აქვს ეგრეთ წოდებული "ლიცენზია" ამა თუ იმ კვლევის ჩასატარებლად. ყველა მსგავსი ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ დღეს სახელმწიფო ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე და უფლებების დაცვაზე ზრუნავს.

"ჩვენ არანაირად არ ვართ ამ პროცესში ჩართულები. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს აქვს ამის შესაძლებლობა და იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი ნიმუშები იქნება მიცემული , ამის ჩატარებას შეძლებენ. დღეს, ქართული სახელმწიფო, პენიტენციური სისტემა, ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე, უფლებების დაცვაზე. არ იყო ასეთი დამოკიდებულება და იყო რადიკალურად განსხვავებული სურათი და დღეს, სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს, ასევე იმ პირობებით და ინფრასტრუქტურით, რაც მნიშვნელოვანია პატიმრებისთვის," - აცხადებს მინისტრი.

დღის ამბები