27 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
მთავრობის სხდომაზე 14 საკითხი განიხილეს - მათ შორის პროექტებზე, რომლებიც ქარის, მზის და ჰიდროელექტროსადგურების განვითარებას ეხება

14 საკითხი განიხილეს დღეს მთავრობის სხდომაზე - მათ შორის იმსჯელეს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც საქართველოში ქარის, მზის და ჰიდროელექტროსადგურების განვითარებას ეხება. ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული პროექტების დადგმული სიმძლავრე 153 მეგავატზე მეტია. ერთ ერთი განკარგულების თანახმად, მთავრობას და შპს "ვინდ ფარმს" შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს.

კომპანია ვალდებული იქნება ერთი წლის ვადაში საკუთარი ხარჯებით ჩაატაროს ქსნის ქარის ელექტროსადგურის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. პროექტი, რომლის ღირებულება 59 მილიონზე მეტია, კასპის მუნიციპალიტეტში იგეგმება.

დღის ამბები