ხანძარი ქუთაისში - ცეცხლი სასტუმრო "აიეტის" მესამე სართულზე გაჩნდა. ის სწრაფად მოედო მთელ სართულს, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის დროული ლოკალიზება შეძლეს. დაშავებულები არ არიან.
მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ღამით მობილიზებულები იყვნენ რამდენიმე სახანძრო სამაშველო ბრიგადა, პოლიცია და სასწრაფო სამედიცონო დახმარების ჯგუფი.