პარიზში, სამი ქურთის მკვლელობის გამო მეორე დღეა საპროტესტო აქციები არ წყდება. Le Figaro-ს ცნობით, 23 დეკემბერს 69 წლის მამაკაცმა ქურთების კულტურულ ცენტრში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ქალი და ორი მამაკაცი დაიღუპა. დამნაშავე დააკავეს, დაკითხვის დროს მან საკუთარ თავს რასისტი უწოდა.
სროლის შემდეგ პარიზში საპროტესტო აქციები დაიწყო. დემონსტრანტები აფრიალებდნენ PKK-ის დროშებს, სკანდირებდნენ ლოზუნგებს და მღეროდნენ ქურთულ სიმღერებს მსხვერპლთა და "თავისუფლებისთვის დაღუპული ყველა ქურთის" ხსოვნისადმი.
პროტესტი არეულობაში გადაიზარდა. ქალაქის ცენტრში შეკრებილებმა ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს, პოლიციას ცეცხლსასროლი იარაღი და ქვები ესროლეს. უსაფრთხოების ძალებმა კი დემოსტრანტებს ცრემლსადენი გაზით უპასუხეს.