27 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ენმ-ს წევრი ანა წითლიძე მათი მოთხოვნის შესრულებამდე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს

"ნაციონალური მოძაობის" წარმომადგენლების განცხადებით, ანა წითლიძე მოთხოვნის შესრულებამდე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე აცხადებს, მისი კოლეგა არ ეგუება უსამართლობას. მთავარი მოთხოვნა კი, ისევ ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანაა. 

"ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რა პრინციპული ადამიანია. ანი იმიტომ კი არ შიმშილობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ სთხოვოს შემდეგ შეწყვეტა. ის ხედავს და არ ეგუება იმ უსამართლობას, რომელიც დღეს არის. ასე რომ მოთხოვნა გაცხადებულია. მთავარი მოთხოვნაა, ქვეყნის მე-3 პრეზიდენტს მიეცეს სიცოცხლის უფლება," - აცხადებს ბაჩო დოლიძე. 

დღის ამბები