27 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღესაც გადაიდება - მიზეზად მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღესაც გადაიდება. მიზეზად მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.

ექსპრეზიდენტის უფლებადამცველის განმარტებით, პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და მას სამართალთან კავშირი არ აქვს.

"სავარაუდოდ პროცესი კვლავ გადაიდება, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მე მიხეილ სააკაშვილი არ მინახავს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. თუმცა ვიცი, რომ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. დაცვის მხარე მიუხედავად იმისა, რომ ვხვდებით რა შერჩევით მართლმსაჯულებაში ვმონაწილეობთ, მაინც ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ ბოლომდე, რაც გვაქვს მონიჭებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებებით. იმისთვის, რომ პრეზიდენტის უფლებები იყო დაცული," - აცხადებს შოთა თუთბერიძე. 

მიმდინარე საქმეზე, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები