საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა "ელჩების კონფერენცია 2022" დღეს გაიხსნება.
მონაწილეები წლის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს შეაჯამებენ და 2023 წლის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართული ქმედებები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები და სხვადასხვა ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები - ეს ის მთავარი თემებია რომელზეც ყურადღება გამახვილდება.