27 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
ბათუმის მთავარი ნაძვის ხე აინთო

საქართველოს ყველა რეგიონი ემზადება ახალი წლისთვის. სადღესასწაულო კონცერტები უკვე დაიწყო სხვადასხვა ქალაქში. საახალწლო ღონისძიებები დღეიდან დაიწყო ზღვისპირა ბათუმში. ქალაქის ცენტრში დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, ევროპის მოედანზე განთავსებულია სტენდები და საშობაო ბაზრობაზე მისვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

ბათუმში კონცერტი 18:00 საათიდან დაიწყო. აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და მოწვეულმა მუსიკალურმა ჯგუფებმა და მომღერლებმა. ბათუმის მსგავსად, საახალწლო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ქალაქში ჩატარდება.

დღის ამბები