გასული წელი წარმატებული იყო ქართული სპორტისთვის - ახალი რეკორდები, ისტორიული გამარჯვებები და მედლები. ქართულმა საზოგადოებამ არაერთხელ იამაყა ქართველი სპორტსმენების გამარჯვებებით სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
საქართველომ კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, 2022 წელს იტალიას და უელსს მოუგო, ძალოსანი ლაშა ტალახაძე მეექვსედ გახდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ, ოქროს მედლის მფლობელი გახდა ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე. ესენი არიან სპორტსმენები, რომლებმაც განსაკუთრებული სიამაყის საფუძველი მისცეს ქვეყანას.
წლის ყველაზე წარმატებულ ქართველ სპორტსმენებს "კურიერის" ჟურნალისტი დავით ფრანგიშვილი შეხვდა.
ავტორი: დავით ფრანგიშვილი