27 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
"რუსთავი 2-ზე" "ექიმი ბალუზი" იწყება - სერიალში მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს

7 იანვრიდან - "რუსთავი 2-ზე" გერმანული მინისერიალი "ექიმი ბალუზი" იწყება - მთავარ როლში კი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძეა. მთავარი გმირი წარმატებული ექიმია, რომელიც ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე დაბრკოლებებს ხვდება. ამ სერიალში გაიცნობთ მერაბ ნინიძის კიდევ ერთ საინტერესო პერსონაჟს, რომელმაც მსახიობს მორიგი აღიარება მოუტანა.

ქართველი მსახიობი გერმანულ ტელენოველაში კლინიკის მთავარი ექიმის როლშია, რომელიც არაორდინალური ხერხებით თავის გუნდთან ერთად პაციენტების გადარჩენას ცდილობს. დრამას მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. "ექიმი ბალუზი" ქართველი მაყურებლის შესახვედრად ემზადება.

 

ავტორი: ანი გენებაშვილი

დღის ამბები