თბილისში საახალწლო სოფელი რამდენიმე მოედანზეა მოწყობილი - ერთ-ერთია ორბელიანის მოედანი. ადგილზე შეხვდებით საახალწლო თემატიკით შექმნილ სხვადასხვა სახის დეკორაციებსა და ინსტალაციებს, საბავშვო გასართობ წარმოდგენებს, ზღაპრის სხვადასხვა გმირის მსვლელობებს და არაერთ კვების ობიექტს.
კულტურული ღონისძიებები თბილისის მასშტაბით, ასევე, დაგეგმილი არის ათონელის ქუჩაზე და 9 აპრილის ბაღში. საღამოს 8 საათზე კი სპეციალურად მოწყობილ რამდენიმე სცენაზე ბექა გოჩიაშვილისა და მისი ბენდის 90-იანი წლების კონცერტი გაიმართება.