ყვარელში, მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა. დღესვე დაგეგმილია კონცერტი, სადაც ჯგუფი "ალილო" იმღერებს. ასევე, ნოდარ ხუციშვილის ბენდი.
ყვარელში წინასაახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაშია ღონისძიებები დილიდან იმართება. მოწყობილია საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.