27 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
"სხვა გზა არ გვაქვს, გარდა ჩვენი მოქალაქეების დაცვისა, მაგრამ მზად ვართ, მოვილაპარაკოთ ამ პროცესის ყველა მონაწილესთან"- პუტინი

პუტინი ომს კვლავ ხალხის ინტერესებით ხსნის და აცხადებს, რომ რუსეთის მიზანი რუსი ხალხის გაერთიანებაა. მისი თქმით, ის თავისი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამასთანავე აღნიშნავს, რომ ის მოლაპარაკების წინააღმდეგი არ არის.

"მე მჯერა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ხალხის ინტერესებს. უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა ჩვენი მოქალაქეების დაცვისა. მაგრამ მზად ვართ, მოვილაპარაკოთ ამ პროცესის ყველა მონაწილესთან გარკვეული მისაღები შედეგების შესახებ, მაგრამ ეს მათი საქმეა - მოლაპარაკებებზე უარს არა ჩვენ, არამედ ისინი ამბობენ," - განაცხადა პუტინმა.

 

დღის ამბები