27 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
ბაგაში მწოლიარე იესო გვიჩვენებს, რომ სიცოცხლის რეალური სიმდიდრე არა ფულსა და ძალაუფლებაში, არამედ ურთიერთობებსა და ადამიანებშია - პაპი

შობის დადგომა უკვე იზეიმეს ავსტრალიასა და ევროპის უმეტეს ქვეყანაში. საშობაო მესა ჩატარდა ბეთლემში. მასზე დასასწრებად, შობის ტაძარში მსოფლიოდან ათასობით ვიზიტორი ჩავიდა.

შობას აღნიშნავს უკრაინის ნაწილიც. დღესასწაულთან დაკავშირებით, კიევის ოპერის თეატრმა საშობაო კონცერტი მიწისქვეშ გამართა.

შობის ღამეს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ტრადიციულად მესა აღავლინა რომის პაპმა. დღეს პონტიფიკოსი წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ათასობით მორწმუნეს თანდასწრებით საშობაო ლოცვა-კურთხევას წარმოთქვამს.

"მაშინ, როდესაც ცხოველები იკვებებიან თავიანთ სადგომებში, ადამიანები ჩვენს სამყაროში ესწრაფვიან სიმდიდრესა და ძალაუფლებას, ჭამენ მეზობლებსაც, თავის ძმებსა და დებსაც. რამდენი ომი ვიხილეთ, დღესაც უგულებელყოფილია ადამიანურ ღირსებასა და თავისუფლებას. ამ ადამიანური სიხარბის მთავარი მსხვერპლი ყველაზე დაუცველები არიან.

ამ შობასაც, ისევე როგორც იესოს დაბადებისას, მსოფლიო ისწრაფვის ფულისკენ, ძალაუფლებისა და სიამოვნებისკენ და აღარ რჩება სივრცე ყველაზე პატარებისთვის, უამრავი არდაბადებული, ღარიბი და დავიწყებული ბავშვისთვის. ვფიქრობ პირველ რიგში ბავშვებზე, რომლებიც შთანთქა ომმა, სიღატაკემ და უსამართლობამ.

არ მისცეთ ნება შიშს, შეგუებასა და იმედგაცრუებას, თქვენზე გაიმარჯვოს. ბაგაში მწოლიარე იესო გვიჩვენებს, რომ სიცოცხლის რეალური სიმდიდრე არა ფულსა და ძალაუფლებაში, არამედ ურთიერთობებსა და ადამიანებშია," - აცხადებს რომის პაპი ფრანცისკე

დღის ამბები