ახლა პუტინი ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც ჰიტლერი 1943 წელს იყო, მაშინ დიქტატორს ომი უკვე წაგებული ჰქონდა, თუმცა ის კიდევ 2 წელს გაგრძელდა - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა.
ფრანს ტიმერმანსის თქმით, სანქციებს დიდი ეფექტი აქვს, ომის საწარმოებლად კი დიდი თანხებია საჭირო და პუტინმა უკვე წააგო. როგორც ტიმერმანი ამბობს, პუტინი შეცდა უკრაინელების მედეგობასთან დაკავშირებით.
"ახლა ვერავინ ბედავს მისთვის სიმართლის თქმას მათ შორის რუსული ჯარის მდგომარეობის შესახებ, რომელიც კორუმპირებულმა ოფიცრებმა დააქციეს. რუსეთმა შეიძლება კურსი შეცვალოს, როდესაც მიხვდება რომ დასავლეთ უკან არ დაიხევს, იმის მიუხედავად თუ რა ხდება ბრძოლის ველზე," - ნათქვამია განცხადებაში.