27 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
3 დღეში, პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შესარჩევად ახალ კონკურსს გამოაცხადებს

3 დღეში, პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ახალ კონკურსს გამოაცხადებს. პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილის წარდგენილი კანდიდატები ფაქტობრივად ნულოვანი მხარდაჭერით ჩააგდო, ახლა პროცედურა თავიდან იწყება.

მოახერხებენ თუ არა ამჯერად მაინც უმრავლესობა და ოპოზიცია შეთანხმებას, ეს ახალი წლიდან გაირკვევა, რადგან ახალი კონსულტაციები იანავრიდან უნდა დაიწყოს.

არ არის გამორიცხული,ცესკოს მოქმედმა თავმჯდომარემ საკუთარი კანდიდატურა ხელახლა წარადგინოს. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, შეარჩევს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ამჯერად მაინც გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას, ეს ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის და ასევე, შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი.

დღის ამბები