27 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მეხუთე უარი - ექსპრეზიდენტი ანალიზების აღებას ისევ არ დათანხმდა

მიხეილ სააკაშვილის მეხუთე უარი - ექსპრეზიდენტი ანალიზების აღებას ისევ არ დათანხმდა. ვივამედში ამ კვირაში უკვე მეორედ მისული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი უკან შედეგის გარეშე დაბრუნდა.

ადვოკატმა თქვა, რომ სააკაშვილი სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარებულ ექსპერტიზას არ ენდობა. ოპოზიციამ დღეს სალომე ზურაბიშვილსაც მიმართა და მსჯავრდებულის შეწყალებისკენ მოუწოდა.

პარტიის მთავარი არგუმენტი ამ შემთხვევაშიც სააკაშვილის ჯანმრთელობაა. ხელისუფლება ყოფილ პრეზიდენტს სიმულაციაში, ოპონენტებს კი სპეკულაციებში ადანაშაულბს. უმრავლესობა თვლის, რომ სწორედ ამიტომ, სააკაშვილს ანალიზების ჩაბარება არ აწყობს.

დღის ამბები