თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის გასტროლი ტურინის თეატრში დასრულდა. დასმა "კარმინა ბურანა" მსფლიოს უძველესი თეატრის სცენაზე ექვსჯერ შეასრულა, წარმოდგენაში ქართულ დასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ტურინის ოპერის ორკესტრმა და გუნდმა.
ორკესტრს თბილისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი დირიჟორობდა.
პროექტის პროდიუსერებმა სოლო ვოკალური პარტიების შესასრულებლად ოდესის ოპერის თეატრის სოლისტები მოიწვიეს. ანშლაგით გაიმართა მაკნატუნას 12 სპექტაკლიც.
კიდევ ერთი სპექტაკლი, რომელი თბილისის ოპერის საბალეტო დასმა ტურინის თეატრში "კარმინა ბურანას" შემდეგ წარმოადგინა, "მაკნატუნაა". ჩაიკოვსკის ბალეტი იტალიაში 12 ჯერ შესრულდა, სრული ანშლაგით.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასმა იტალიაში გასტროლი დაასრულა და ქართველ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება. ტრადიციულად, "მაკნატუნას" სპექტაკლები ოპერის თეატრში იანვარში გაიმართება.