რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 540 ირანული დრონი გაუშვეს. ბრძოლის ველზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ წერტილად უკრაინელებისთვის ბახმუტი რჩება, სადაც მძიმე ბრძოლები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
საჰაეროსთან ერთად, რუსეთი სახმელეთო იერიშებსაც არ წყვეტს. ფრონტის ხაზზე ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ბახმუტსა და ლიმანში რჩება. თავდასხმა განხორციელდა უკრაინის უმსხვილეს კერძო ენერგოკომპანიაზეც. შეტევისას ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, იბომბებოდა სუმის ოლქიც. იერიშის შედეგად საცხოვრებელი სახლები განადგურდა ზაპოროჟიესა და მელიტოპოლში. თავდასხმებს ელოდებიან ოდესასა და მოსაზღვრე ქალაქებში.
მტრის მოგერიებასთან ერთად, უკრიანელები საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებასაც განაგრძობენ. სამშობლოს დაცვაში მყოფი სამხედროები წინ ყოველდღიურად მიიწევენ. ომის 304-ე დღეს მხოლოდ ბახმუტის მიწაზე რამდენიმე რუსული დანაყოფი განადგურდა.
ოფიციალური კიევი პარტნიორებს მიმართავს და უფრო აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.