საშობაო ბაზრობას მასპინძლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ეზო.
საქველმოქმედო ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, სტარტაპერების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია შეიძინონ და ცოცხალი მუსიკა მოისმინონ. შემოსული თანხა მრავალშვილიან ოჯახებს მოხმარდებათ.