27 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას 8 ახალი როიალი გადაეცა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას 8 ახალი როიალი გადაეცა. ეს ინსტრუმენტების გადაცემის მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე კონსერვატორიამ მსოფლიოში აღიარებული ფირმის "სტეინვეი ენდ სანსის" 9 ინსტრუმენტი მიიღო. სხვადასხვა მოდელის 78 როიალის მიეწოდება, ეტაპობრივად, 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. შესაბამისი ხელშეკრულება სტენვეისთან კულტურის სამინისტრომ გააფორმა.

როიალების მოწოდებასთან ერთად, კომპანია ვალდებულებას იღებს, საქართველოში ინჟინრები პერიოდულად გამოაგზავნოს, რომლებიც, ინსტრუმენტის გამართვასა და ტექნიკურ შემოწმებას უფასოდ უზრუნველყოფენ.

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტრუმენტების დეფიციტის პრობლემის გადაჭრის ინიციატივით, კულტურის მინისტრი გასულ წელს გამოვიდა.
 

დღის ამბები