27 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
პარიზში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა - დაღუპულია 3 ადამიანი

არეულობა საფრანგეთში - პარიზში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეები საფრანგეთის დედაქალაქში, ქურთულ კულტურის ცენტრთან შეიკრიბნენ. აქტივისტები აპროტესტებენ პარასკევს მომხდარ სროლას, რომლის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

საფრანგეთის დედაქალქში არეულობა წუხელ ღამით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. აქტივისტები სკანდირებდნენ ერდოღანის საწინააღმდეგო მოწოდებებს, ხოლო ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს არ ემორჩილებიან.

პარიზის პოლიციამ აქტივისტთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, საპასუხოდ კი დემონსტრანტები ამტვრევენ მანქანებს და აზიანებენ სხვადასხვა ინფრასტრუქტურას.

შეგახსენებთ, რომ ქურთების მკვლელობაში ეჭვმიტანილი ეროვნებით ფრანგია, რომელსაც ქსენოფობიური თავდასხმების ისტორია აქვს და ის ციხიდან 11 დღის წინ გამოვიდა.

დღის ამბები